CIA-ს ყოფილი თანამშრომელი ლარი ჯონსონი აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს

17:01, 17.04.2024

CIA-ს ყოფილი თანამშრომელი ლარი ჯონსონი აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს. ამის შესახებ ის თავის იუთუბარხში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.

„ეს არ არის ორგანული, საშინაო, თავისთავად შექმნილი პროტესტი, რომელსაც სატელევიზიო ეკრანებზე ვუყურებთ. პროტესტი ახალი კანონის წინააღმდეგ, რომელიც დარეგისტრირებას ითხოვს უცხოური დაფინანსების მიმღები ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, რაღაც მსგავსი აშშ-ის „უცხო ქვეყნის აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ და სხვა ქვეყნებში არსებული მსგავსი კანონებისა, არის არა მხოლოდ დასავლეთის ორმაგი სტანდარტების, დასავლეთის თვალთმაქცობის ილუსტრაცია, არამედ იმისიც, რომ ის (დასავლეთი) ვერ იშლის სხვა ქვეყნებში ხელების ფათურს.

ეს კანონი, რომელიც წარდგენილია და, მგონი, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პირველ ეტაპზე გავიდა, უბრალოდ მოითხოვს, რომ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც იღებს ფულს საზღვარგარეთის სუბიექტისგან, დარეგისტრირდეს და მიუთითოს, რა არის მათი შემოსავლის წყარო. ეს წარმოადგინეს, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა, თავისუფლების ხელყოფა – სრული სისულელე“, – აცხადებს ლარი ჯონსონი.

ლარი ჯონსონის მტკიცებით, მიზეზი, რატომაც არის დასავლეთი ამ კანონის ასეთი მკვეთრად წინააღმდეგი, ის გახლავთ, რომ მათ იციან, „ის გამოააშკარავებს CIA-სა და MI-6-ის ძალისხმევას კონკრტული ჯგუფების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ გამოიყენონ ეს ჯგუფები, რათა საბოლოოდ დაამხონ საქართველოს მთავრობა და მოიყვანონ ახალი მთავრობა, რომელიც იქნება დამყოლი და მორჩილი“.

„მათ სურთ, რუსეთი მოაქციონ ისეთი მთავრობების გარემოცვაში, რომლებიც იქნებიან საფრთხის შემცველი რუსეთისთვის“, – აღნიშნა ლარი ჯონსონმა.

მსგავსი