ჩვიდმეტწლამდელები რუსეთთან 1:7 დამარცხდნენ [ვიდეო]

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრაც წააგო. ზვიად ჯელაძის გაწვრთნილები, დანიის ქალაქ ვიბორგში მიმდინარე მინი-ტურნირზე, ამჯერად რუსეთს დაუპირისპირდნენ.

რუსებმა ანგარიში პირველი წუთზე გახსნეს და შემდეგ კიდევ ექვსი გაიტანეს. ჩვენებმა კი მხოლოდ ერთხელ მოახერხეს მეტოქის კარის აღება და დიდი ანგარიშით მარცხი იწვნიეს 1:7.

ევროშესარჩევის სტარტზე, საქართველო მასპინძელ დანიასთან 1:3 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა. ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრაში, 27 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები, ესტონეთს ეთამაშება.