ჩრდილოლონდონურ დერბიში „არსენალმა“ „ტოტენჰემს“ მოუგო, ჰარი კეინმა პრემიერლიგის გასვლით მატჩებში მე-100 გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
პრემიერლიგის მე-9 ტურში ჩრდილოლონდონური დერბი გაიმართა, რომელშიც ლიდერი „არსენალი“ შინ იღებდა „ტოტენჰემს“. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულა იყო.
„ტოტენჰემს“ 2010 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული „არსენალის“ სტადიონზე და ამჯერადაც დამარცხდა.
მე-20 წუთზე ულამაზესი გოლით ტომას პარტეიმ მასპინძლები დააწინაურა. სტუმრებმა 31-ე წუთზე ჰარი კეინის პენალტით გაათანაბრეს. სხვათა შორის, კეინი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც პრემიერლიგის გასვლით მატჩებში 100 გოლი დააგროვა.
მეორე ტაიმში გოლები მხოლოდ „არსენალს“ გაჰქონდა: 49-ე წუთზე თავი გამოიჩინა გაბრიელ ჟესუსმა და 67-ე წუთზე – გრანიტ ჯაკამ. ამ გოლებს შორის „ტოტენჰემს“ 62-ე წუთზე ემერსონი გაუგდეს.
საბოლოოდ, „არსენალმა“ 3:1 მოიგო და მინიმუმ მომდევნო ტურამდე გაინაღდა ლიდერობა. „ტოტენჰემმა“ სეზონში პირველად წააგო და ლიდერს ოთხი ქულით ჩამორჩა.