ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის ტანკერი სატვირთო გემს შეეჯახა
ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის ტანკერი სატვირთო გემს შეეჯახა

ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის ტანკერი სატვირთო გემს შეეჯახა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის უცნობია.

ინციდენტში მონაწილე გემებია აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერი Stena Immaculate და პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი Solong-ი.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 09:50-ზე მოხდა. როგორც „როიტერი“ წერს, შეჯახების შედეგად ნავთობის ტანკერს და სატვირთო გემს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სანაპირო დაცვის სამსახური და სამაშველო ჯგუფები.