ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ცნობით, რეგიონში უკრაინული დრონის ჩამოგდების გამო, ვლადიკავკაზის აეროპორტი დაიხურა
ვლადიკავკაზის აეროპორტი დაიხურა, რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლება ავრცელებს.
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურის განაცხადებით, ადგილობრივი აეროპორტის დახურვის მიზეზი ვლადიკავკაზთან ახლოს უკრაინული დრონის ჩამოგდება გახდა.
„დილის ოთხი საათიდან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის რეგიონებში გამოცხადდა დრონების საფრთხე. აეროპორტი „ვლადიკავკაზი“ დახურულია“, — წერია ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური სერგეი მენიაილოს ტელეგრამ-არხზე.
მენიაილოს თქმით, დრონი ჩამოაგდეს შალხის სამხედრო პოლიგონზე. მისივე მტკიცებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.
მანამდე, „როსავიაციაში“ განაცხადეს, რომ აეროპორტი დახურეს ყაზანშიც.