ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხი გაიხსენა - რაც ერთა ლიგაზე დაგვემართა, ბუნებრივი იყო #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხი გაიხსენა - რაც ერთა ლიგაზე დაგვემართა, ბუნებრივი იყო #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხი გაიხსენა – რაც ერთა ლიგაზე დაგვემართა, ბუნებრივი იყო #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა ბობი მილევსკიმ პოდკასტში „ეს ფეხბურთია“ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში მარცხი თავისი გუნდის ემოციურ გამოფიტვას დააბრალა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 2022 წლის მუნდიალს სულ რაღაც ერთი ნაბიჯით აშორებდა, მაგრამ პლეი-ოფში იტალიასთან მოგების შემდეგ პორტუგალიასთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა. მილევსკიმ საუბარი ამით დაიწყო.

„ბიჭები იმსახურებენ პატივისცემას იმ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ ჩვენი ეროვნული ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთისთვის. მათ არა მხოლოდ იმ ორი პლეი-ოფის მატჩი, არამედ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთელი საკვალიფიკაციო ეტაპიც მაღალ დონეზე ითამაშეს. ყველაფერი, რაც შემდეგ ერთა ლიგაზე მოხდა, ნორმალური მოვლენა იყო, ეს კარგად ცნობილი და მოსალოდნელია ტოპ ფეხბურთის სამყაროში. იტალიასთან და პორტუგალიასთან ორი თამაშის შემდეგ გარკვეული ემოციური გადაღლა უნდა დაწყებულიყო და ბუნებრივია, რომ ჩვენს რიგებში განახლება მოხდა.

ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, ჩრდილოეთ მაკედონიას არ აქვს მოთამაშეთა დიდი არჩევანი, რომ სავალდებულო როტაცია უმტკივნეულოდ შევძლოთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგუებულები ვიყავით ერთა ლიგაზე ემოციებისა და შედეგების გაუარესებას. ეს განსაკუთრებით ისეთ მატჩებს ეხებოდა, როდესაც არ შეგვეძლო ტრავმის გამო ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ბევრი მოთამაშის იმედი გვქონოდა, რადგან წინასწარ ყველა ჩვენგანისთვის ნათელი იყო, რომ ჩვენი ყურადღების ცენტრში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია იქნებოდა“, – ამბობს მილევსკი.