ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი - უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ კონცენტრაცია დავკარგეთ და ეს ძვირად დაგვიჯდა #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოი მილევსკიმ ერთა ლიგაზე საქართველოსთან წაგებული (2:0) მატჩის შემდეგ, „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და მარცხის მიზეზები დაასახელა.
„თამაშის გეგმა კარგად გვქონდა დამუშავებული, აგრესიულად დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერი მეტოქის ინდივიდუალურმა მოქმემედებმა გადაწყვიტა. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას. ეს ძლიერი გუნდია. ჩვენ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში კონცენტრაცია დავკარგეთ, რაც ძვირად დაგვიჯდა – მატჩი წავაგეთ და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი ხელიდან გავუშვით. თუმცა, ამ მატჩამდე ბევრი პრობლემა გვქონდა, ბევრი იყო ტრავმირებული, ზოგიც უთამაშებლი გახლდათ და ეს შეგვეტყო.
ორი წლის წინ ჩვენი ფეხბურთელები აქ რას აკეთებდნენ, ამის პასუხი არ მქვს, მე იმ მოვლენებთან არაფერი მაკავშირებს. ამიტომ ვერ ვხედავ აუცილებლობას, ამაზე კომენტარი გავაკეთო. ხომ არ არის წაგების მიზეზი, რომ ზედმეტად თავდაჯერებულები ვართ? მე ვამბობდი, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. როდესაც საქართველოს კლასის გუნდს ეთამაშები, თავდაჯერება გჭირდება. ზოგადად, მე კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, მაგრამ დღეს არ გაგვიმართლა.
რაც შეეხება მსაჯობას, დღეს მათი გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამაზე არც ახლა და არც მომავალში კომენტარს არ გავაკეთებ“, – ამბობს ბლაგოია მილევსკი.