ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელი - მთავარი იყო, საქართველოსთან მატჩამდე ძალები შემოგვენახა #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა გიბრალტარი 2:0 დაამარცხა და ახლა ჯგუფის ლიდერ და პრინციპულ მეტოქესთან, საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც სკოპიეში 9 ივნისს გაიმართება.
„ახლა ყველას მზერა სკოპიეში ხუთშაბათს საქართველოსთან ბრძოლაზეა მიპყრობილი“, – მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ ჯგუფის აუტსაიდერთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ მივდივართ გამარჯვებულები და ეს მთავარია. ახლა საქართველოს ნაკრებთან მატჩი გველოდება. მთავარი იყო, რომ საქართველოსთან მატჩამდე ძალები შემოგვენახა. მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი ამიტომ დავასვენე. ახალგაზრდებმა, სერაფიმოვმა და თოდოროვსკიმაც აჩვენეს, რომ მათი იმედი შეიძლება გვქონდეს და გუნდში ამიტომ არიან“, – განაცხადა მილევსკიმ.
მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები მალაგიდან ჩარტერული რეისით დაბრუნდა სკოპიეში, სადაც ივნისის ბოლო ორი მატჩისთვის მზადებას გააგრძელებს. 9 ივნისს ბლაგოია მილევსკის გუნდი საქართველოს დაუპირისპირდება, 12-ში კი გიბრალტარს სახლში მიიღებს.