ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარე - ხვალ ისე მოვიგებთ, რომ გოლსაც არ გავუშვებთ #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარე - ხვალ ისე მოვიგებთ, რომ გოლსაც არ გავუშვებთ #1TVSPORT

საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩამდე სტოლე დიმიტრიევსკიმ ისაუბრა – ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების და „რაიო ვალეკანოს“ მეკარემ ჩვენს გუნდზე პატივისცემით ისაუბრა, მაგრამ ზედმეტად თავდაჯერებული განცახდება გააკეთა, რომ საქართველოს ნაკრებს „მშრალად“ დაამარცხებენ.

„ხვალ სავსე სტადიონი მინდა ვიხილო, რომ ბოლო წლებში ყველაზე დიდი მხარდაჭერა ვიგრძნოთ. ჩვენი თამაშის ჩვენება მაყურებლის თანადგომით გაგვიადვილდება. ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა სახლში ვთამაშობ. ამიტომ გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე “, – განაცხადა დიმიტრიევსკიმ.

„საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვებები დამატებით ზეწოლას ახდენს ჩრდილოეთ მაკედონიელთა დაცვაზე?“, – მასპინძელთა მეკარემ ამაზეც ისაუბრა.

„ყოველ მატჩში მზად ვარ მაქსიმუმი გავაკეთო და კარი მშრალად დავიცვა. საქართველოს ნაკრები სერიოზული გუნდია, რომელმაც თბილისში ჩვენი 2 წლის წინანდელი მატჩის შემდეგ დიდი პროგრესი განიცადა. მაგრამ იმის გამო, რომ ისინი ბევრს იტანენ, არ მეშინია. ჩვენ ვიცით, თავი როგორ დავიცვათ. დარწმუნებული ვარ, ხვალ ისე მოვიგებთ, გოლსაც არ გავუშვებთ“.

„ყოველ მატჩში მზად ვარ მაქსიმუმი გავაკეთო და ცარიელი ბადე მქონდეს. საქართველოს მე ვხედავ სერიოზულ გუნდად, რომელმაც დიდი პროგრესი განიცადა თბილისში ჩვენი მატჩის შემდეგ. ხვალ ჩვენ მშრალი კარით მოვიგებთ მატჩს.

სტოლე დიმიტრიევსკი ესპანურ „ხიმნასტიკში“ ოთარ კაკაბაძესთან ერთად თამაშობდა. მისი თქმით, ხვალინდელ მატჩზე ქართველ მცველთან არ უსაუბრია.

„ჩვენ 2 წელი „ხიმნასტიკში“ ერთად ვთამაშობდით და ერთმანეთში კარგი ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ ამ მატჩზე არ გვილაპარაკია – ასე იყო იმ ფინალამდე, რომელიც საქართველოში ვითამაშეთ. ხვალ ერთმანეთს ვნახავთ და რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ, მაგრამ მატჩამდე ორივე მატჩზე ვართ კონცენტრირებულები“.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა სკოპიესტოდორ პროესკი არენაზე“ 9 ივნისს გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 22:45 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.