ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ ახალგაზრდებს მოუწოდა, სამხრეთ კორეული ჟარგონების გამოყენებისგან თავი შეიკავონ და ჩრდილოეთ კორეის სტანდარტული ენით ისაუბრონ
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ ახალგაზრდებს მოუწოდა, სამხრეთ კორეული ჟარგონების გამოყენებისგან თავი შეიკავონ და ჩრდილოეთ კორეის სტანდარტული ენით ისაუბრონ

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ ახალგაზრდებს მოუწოდა, სამხრეთ კორეული ჟარგონების გამოყენებისგან თავი შეიკავონ და ჩრდილოეთ კორეის სტანდარტული ენით ისაუბრონ. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

პარალელურად, ჩრდილოეთ კორეის სახელმწფო გაზეთში ასევე გამოქვეყნდა ახალი გაფრთხილებები სამხრეთ კორეის მოდის, თმის ვარცხნილობისა და მუსიკის წინააღმდეგ.

მედია წერს, რომ ეს არის ახალი რადიკალური კანონის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერი სახის უცხოური გავლენის აღმოფხვრას, მკაცრი აკრძალვებით. აღნიშნული კანონის დამრღვევები შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდნენ ან სიკვდილით დასაჯონ.

„ბურჟუაზიის ფერადი აბრის ქვეშ იდეოლოგიური და კულტურული შეღწევა კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე მტრები, რომლებიც იარაღს იღებენ“, – ნათქვამია საგაზეთო სტატიაში.