ჩრდილოეთ კორეის მიერ გათავისუფლებულ აშშ-ის მოქალაქეებს ენდრიუსის ავიაბაზაზე  დონალდ ტრამპი დახვდა
ჩრდილოეთ კორეის მიერ გათავისუფლებულ აშშ-ის მოქალაქეებს ენდრიუსის ავიაბაზაზე დონალდ ტრამპი დახვდა

ჩრდილოეთ კორეის მიერ გათავისუფლებული აშშ-ის სამი მოქალაქე, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად აშშ-ში ჩავიდა.

თვითმფრინავს ვაშინგტონთან მდებარე ენდრიუსის ავიაბაზაზე აშშ-ის პრეზიდენტი დახვდა. დონალდ ტრამპის თქმით, ათი, ხუთი ან თუნდაც ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი ფაქტი მოხდებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილო კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს აშშ-ის სამი მოქალაქის გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიმ ჩენ ინმა მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ქვეყნებს შორის მსგავსი ურთიერთობა არასდროს ყოფილა. ვიმედოვნებთ, რომ კარგი რაღაცები მოხდება. მდივანმა პომპეომ, შესანიშნავი სამუშაო შეასრულა“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.