ჩრდილოეთ კორეის მედიამ კორეელთა ერთობლივი ნაკრების წაგების ამბავი დამალა
ჩრდილოეთ კორეის მედიამ კორეელთა ერთობლივი ნაკრების წაგების ამბავი დამალა

ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო საშუალებებმა არ გამოაცხადეს პიონჩანგში კორეის ქალთა ჰოკეის ნაკრების წაგების (0:8) შესახებ შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ.

ქვეყნის ოფიციალურმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-მ დაწვრილებით ისაუბრა ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რადგან კორეის გუნდში ჩრდილო და სამხრეთკორეელი ჰოკეისტები ერთად გამოდიოდნენ, ეს კი უპრეცედენტო შემთხვევაა. მაგრამ, დეტალებზე ხანგრძლივი საუბრის ბოლოს, არაფერი თქმულა შეხვედრის საბოლოო შედეგზე, რომელიც გამანადგურებელი აღმოჩნდა კორეული გუნდისთვის.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე