ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უმჯობესდება, მაგრამ პანდემიის და ტაიფუნის შედეგად მიყენებული ზარალის გამო შესაძლოა, ქვეყანაში საკვების დეფიციტი შეიქმნას
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უმჯობესდება, მაგრამ პანდემიის და ტაიფუნის შედეგად მიყენებული ზარალის გამო შესაძლოა, ქვეყანაში საკვების დეფიციტი შეიქმნას

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უმჯობესდება, მაგრამ პანდემიის და ტაიფუნის შედეგად მიყენებული ზარალის გამო შესაძლოა, ქვეყანაში საკვების დეფიციტი შეიქმნას.

„გასული წელს ტაიფუნით მიყენებული ზარალის გამო მარცვლეულის მოყვანის გეგმა არ შესრულდა, რის გამოც, ამჟამად მოსახლეობის საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებით დაძაბული მდგომარეობაა“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობას ამ დრომდე არ დაუდასტურებია ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა, თუმცა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომებია დაწესებული.

დატოვე კომენტარი