ჩრდილოეთ კორეაში ტურისტული ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაღუპულია 36 ადამიანი
ჩრდილოეთ კორეაში ტურისტული ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაღუპულია 36 ადამიანი

ჩრდილოეთ კორეაში ავტობუსი, რომელშიც ჩინელი ტურისტები იმყოფებოდნენ, ხიდიდან გადავარდა. დაღუპულია 36 ადამიანი, ორმა კი  მძიმე დაზიანებები მიიღო.

ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ჩინეთის 32 მოქალაქეა, ოთხი კი ჩრდილოეთ კორეის.

დაშავებულებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

ჩრდილოეთ კორეაში უცხოელი ვიზიტორების 80 პროცენტი ჩინეთიდანაა.