ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ სარაკეტო გამშვები პუნქტიდან „მნიშვნლოვანი გამოცდა“ განახორციელეს
ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ სარაკეტო გამშვები პუნქტიდან „მნიშვნლოვანი გამოცდა“ განახორციელეს

ოფიციალური ფხენიანის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოჰეს სარაკეტო გამშვები პუნქტიდან „მნიშვნლოვანი გამოცდა“ განახორციელეს.

თუ რისი ტესტირება ჩატარდა პოლიგონზე უცნობია. როგორც ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები განმარტავენ, გამოცდის შედეგებს უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული პოზიციის ცვლილებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ტესტირების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთი დღით ადრე, გაერო-ში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბირთვული განიარაღების შესახებ აშშ-სთან მოლაპარაკებები დღის წესრიგში აღარ დგას.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფხენიანმა რაკეტის ძრავის სტატიკური ტესტი განახორციელა.