ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ახალი საზენიტო რაკეტა გამოსცადეს
ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ახალი საზენიტო რაკეტა გამოსცადეს

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ახალი საზენიტო რაკეტა გამოსცადეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ კვირაში, როდესაც ფხენიანი ამტკიცებს, რომ ახალი ტიპის შეიარაღება გამოსცადა. მანამდე, ჩრდილოეთ კორეამ გაავრცელა ცნობა, რომ ზებგერითი რაკეტის გამოცდა ჩაატარა.

სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ჩრდილოეთ კორეის მიერ ახალი საზენიტო რაკეტის გამოცდის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ და ჯერ რაკეტის ტიპი დადგენილი არ არის.

ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თავად არ დასწრებია ახალი ტიპის რაკეტის გამოცდას. ფხენიანში ამტკიცებენ, რომ ახალი შეიარაღების გამოცდა ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

აშშ-ში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ახალი რაკეტების გამოცდა კორეის ნახევარკუძნულზე დაძაბულობის ზრდას უწყობს ხელს და გაერო სანქციების დარღვევას წარმოადგენს.