ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის სასაზღვრო ხიდი გაიხსნა

13:17, 15.10.2026

ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის სასაზღვრო ხიდი გაიხსნა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაააქტიუროს.

უცხოური მედიის ცნობით, მდინარე იალუძიანგზე მდებარე ხიდის მშენებლობა 12 წლის წინ დასრულდა, თუმცა ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გამო ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა.

აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები მხოლოდ ექვსი თვის წინ გაიხსნა სარკინიგზო მიმოსვლისთვის, თუმცა ფხენიანი ამ დრომდე არ გასცემს ტურისტულ ვიზებს ჩინეთის მოქალაქეებისთვის.

მსგავსი