ჩრდილოეთ კორეას ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს
ჩრდილოეთ კორეას ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

ჩრდილოეთ კორეას ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე კორეათა შორის ურთიერთობების სპეციალისტი რი სონ გვონი დაინიშნა. რი სონ გვონი 2018 წელს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებზე ჩრდილოეთ კორეის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ის ასევე კორეის მშვიდობიანად გაერთიანების კომიტეტის თავმჯდომარეცაა. თუმცა, რი სონ გვონს სხვა დიპლომატიური გამოცდილება, გარდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობებისა არ გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლი იონ ჰო ცნობილი იყო, როგორც აშშ-სთან ურთიერთობების სპეციალისტი. რამდენად არის მისი ჩანაცვლება დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ ფხენიანისთვის აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელება პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს, უცნობია.