ჩრდილოეთ კორეამ ყვითელ ზღვაში 60-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა
ჩრდილოეთ კორეამ ყვითელ ზღვაში 60-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ ყვითელ ზღვაში 60-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა.

სამხრეთ კორეის მედია ქვეყნის სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლეთ საზღვრის მახლობლად ფხენიანი, უკვე მეორე დღეა, საბრძოლო სროლებს ატარებს.

სამხრეთ კორეის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, საარტილერიო სროლები ჩრდილოეთ კორეის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო რაიონებში, ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

5 იანვარს ჩრდილოეთ კორეამ 200-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა სამხრეთ კორეის ორი სასაზღვრო კუნძულის, იონპიონგისა და ბაენგიონგის მახლობლად, რის გამოც კუნძულის მცხოვრებლები თავშესაფარში გადავიდნენ, სამხრეთ კორეის სამხედროებმა კი საპასუხოდ წვრთნები ჩაატარეს.