ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტაქტიკური იარაღი გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტაქტიკური იარაღი გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტაქტიკური იარაღი გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. როგორც ფხენიანი იუწყება, ახალი ტიპის შეიარაღების გამოცდაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მონაწილეობდა.

ჩრდილოეთ კორეის მედია არ აკონკრეტებს, რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი და იყო თუ არა ეს რაკეტები.

ამასთან, ფხენიანში ამტკიცებენ, რომ „ახალი ტიპის მართვად ტაქტიკურ იარაღს მძლავრი ბირთვული ქობინითაა აღჭურვილი“.

შეგახსენებთ, 2018 წლის აპრილში კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ ცდებს შეწყვეტს და საკონტინენტთაშორისო რაკეტებს აღარ გაუშვებს.

ეს იარაღის პირველი გამოცდაა, რომელიც ფხენიანმა კიმ ჩენ ინისა და აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპის მიერ ვიეტნამში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩაატარა. ეს მოლაპარაკებები დროზე ადრე დასრულდა და ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება არ შედგა.