ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან დადებული სამხედრო შეთანხმების გაუქმებით იმუქრება
ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან დადებული სამხედრო შეთანხმების გაუქმებით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან დადებული სამხედრო შეთანხმების გაუქმებით იმუქრება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ქვეყნის ლიდერის დამ, კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების მოადგილემ, კიმ იო ჩჟონმა სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები მკაცრად გააკრიტიკა.

სამხრეთ კორეა და აშშ-ი ერთობლივ წვრთნებს 8-18 მარტს ატარებენ. სეულში იმედი გამოთქვეს, რომ ფხენიანს ამასთან დაკავშირებით „მოქნილი და გონივრული“ მიდგომა ექნება. თავის მხრივ, კიმ იო ჩჟონმა სამხრეთ კორეის განცხადებას „სულელური და თავხედური უაზრობა“ უწოდა და და დასძინა, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლებაში „იდიოტები“ არიან, რომლებიც „ძაღლს უსაქმურ საუბარში ჭამდნენ“.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დის თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ოკეანის გაღმა ყველაფერს აკეთებს, რომ კორეაში დენთის სუნი იყოს.

„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მათ თუ სურთ, კომფორტულად იძინონ, უმჯობესია, თავიდანვე არ გააკეთონ ისეთი რამ, რამაც შეიძლება მათი ცუდად დაძინება განაპირობოს“, – განაცხადა კიმ იო ჩჟონმა.