ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან 2018 წელს მიღწეული სამხედრო შეთანხმების ჩაშლით იმუქრება
ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან 2018 წელს მიღწეული სამხედრო შეთანხმების ჩაშლით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და კიმ იო ჩენი, რომელიც ქვეყნის ლიდერის შტაბის უფროსია, აცხადებს, რომ თუ სამხრეთ კორეა დემილიტარიზებულ ზონაში ფხენიანის საწინააღმდეგო ბროშურების გავრცელებას არ აღკვეთავს, სამხედრო პაქტი გაუქმდება.

კიმ იო ჩენის თქმით, ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, სამუდამოდ დახუროს სასაზღვრო ქალაქ კესონში მდებარე სამეკავშირეო ოფისი და ინტერ-კორეული ინდუსტრიული პარკი. ფხენიანი ასევე ითხოვს, რომ სეულმა ჩრდილო კორეიდან გაქცეული მოქალაქეები შეაჩეროს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩრდილო კორეიდან გაქცეული ადამიანები და სხვა აქტივისტები დემილიტარიზებულ ზონაში საჰაერო ბურთებით ბროშურებს ავრცელებდნენ და კიმ ჩენ ინის ბირთვულ ამბიციებს და ადამიანის უფლებების შეზღუდვას გმობდნენ.