ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ
ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ საკომუნიკაციო არხები აღადგინეს. ამასთან, ორი ქვეყნის ლიდერები ურთიერთობების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ.

სეულს და ფხენიანს შორის აშშ-ის შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაყინული იყო.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე-ინი და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინი ურთიერთობების ნორმალიზებაზე აპრილის შემდეგ რამდენიმე წერილის გაცვლის შედეგად შეთანხმდნენ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია.

გასულ წელს, სასაზღვრო ზონაში საინფორმაციო ბროშურების გავრცელების გამო, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან ყველა საკომუნიკაციო არხი ჩაკეტა. 27 ივლისს კორეის 1950-1953 წლების ომის დასრულების 68-ე წლისთავი აღინიშნება. ორი კორეა მას შემდეგ გაყოფილია. ფხენიანის პოტენციური აგრესიის შესაკავებლად, სამხრეთ კორეაში ამჟამად 28 500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.