ჩრდილოეთ კორეა - აშშ არასწორად ინტერპრეტირებს ფხენიანის სიგნალებს შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ის იმედგაცრუებული დარჩება
ჩრდილოეთ კორეა - აშშ არასწორად ინტერპრეტირებს ფხენიანის სიგნალებს შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ის იმედგაცრუებული დარჩება

აშშ არასწორად ინტერპრეტირებს ფხენიანის სიგნალებს შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ის იმედგაცრუებული დარჩება. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, კიმ იო ჩენმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონში ბოლო პერიოდში გამოთქმული ოპტიმიზმის მიუხედავად, ფხენიანსა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება გარდაუვალი არ არის და აშშ-ს დიდი იმედგაცრუება ელის.

კიმ იო ჩენის ეს გამოხმაურება, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ჯეკ სალივანის მიერ, კვირას გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც სალივანმა „საინტერესო სიგნალად“ შეაფასა კიმ ჩენ ინის განცხადება ვაშინგტონთან, როგორც კონფრონტაციის, ასევე დიალოგის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.