ჩრდილოეთ ირლანდიის ორივე მსხვილი პარტიის წარმომადგენლებმა მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ განაცხადეს
ჩრდილოეთ ირლანდიის ორივე მსხვილი პარტიის წარმომადგენლებმა მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ განაცხადეს

ჩრდილოეთ ირლანდიის ორივე მსხვილი პარტიის წარმომადგენლებმა მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ განაცხადეს.

პირველი განცხადება ოთხშაბათს დემოკრატიული იუნიონისტური პარტიის ლიდერმა გააკეთა. არლენ ფოსტერის თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს შედეგის მიღწევის პერსპექტივა არ აქვს.

მისივე თქმით, ამის შემდეგ პარტიები კონსულტაციებს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ხელისუფლებასთან გაივლიან. მათივე ინფორმაციით, პარტიის სამომავლო გეგმები ხვალ გახდება ცნობილი.

ორშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერი ლეო ვარადკარი ბელფასტში ორივე პარტიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც მოგვიანებით ფოსტერმა აღნიშნა, ამ მოლაპარაკების შედეგად გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ძალაუფლების გადანაწილების კუთხით ამ შეხვედრამაც ვერ გამოიღო შედეგი.

ჩრდილოეთ ირლანდიის პარტიებმა 18 იანვარს მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყეს. უთანხმოების მთავარი მიზეზებია ენის საკითხი, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და რეგიონში მომხდარი არეულობების მიმართ პარტიათა განსხვავებული დამოკიდებულება.

დატოვე კომენტარი