ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მეკარე – „ვარსკვლავური სენი“ არავის გვჭირს, ეს თამაშის დროს გვეხმარება #1TVSPORT

11:07, 09.10.2026

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მეკარე პირს ჩარლზი მიიჩნევს, რომ ეროვნულ გუნდს დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ გავითვალისწინებთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც გუნდმა მაიკლ ო’ნილის ხელმძღვანელობით მიაღწია. ისინი ერთა ლიგის B2 ჯგუფს ოთხ მატჩში მოპოვებული 8 ქულით ლიდერობენ და ერთადერთი გუნდია მთელ ტურნირზე, რომელსაც ჯერ ბურთიც არ გაუშვია.

„არ ვფიქრობ, რომ მოვლენებს უნდა გავუსწროთ, თუმცა ჩვენი შესაძლებლობების ზღვარსაც ვერ ვხედავ. უბრალოდ, წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და ვნახავთ, რა შეგვიძლია. იმედია, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევთ.

დღევანდელი ნაკრების წევრების დიდი ნაწილი ასაკობრივი გუნდებიდან ერთად ვთამაშობთ. გუნდში, სადაც სხვადასხვა დონის (პრემიერლიგიდან დაწყებული, პირველი ლიგით დამთავრებული) ფეხბურთელები თამაშობენ, არავის აქვს გადაჭარბებული ამბიციები თუ „ვარსკვლავური სენი“. ეს საუკეთესო რამაა და მოედანზე მხოლოდ გვეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთ მაღალი კლასის ფეხბურთელებს ვუპირისპირდებით, როგორიც, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიაა“.

მსგავსი