ჩრდილოეთ ირლანდიაში დემონტსრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს
ჩრდილოეთ ირლანდიაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ბელფასტის მახლობლად, გლენგორმლიში, შავებში გამოწყობილმა ათობით ადამიანმა პოლიციას აგურები დაუშინა, საპასუხოდ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.
სამართალდამცავ უწყებაში განმარტავენ, რომ დემონსტრანტები მიგრანტების სასტუმრომდე მისვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ გზა გადაუჭრა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატვირთო მანქანა დაწვეს, ცეცხლი წაუკიდეს მიტოვებულ შენობას და ნაგვის ურნებს.
არეულობა გასულ კვირაში ბელფასტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა. დაზარალებულს ჭრილობები სახის, ზურგისა და თვალების არეში აქვს მიყენებული. დაკავებულია 30 წლის სუდანის მოქალაქე, რომელსაც დანის ტარებისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს.