ჩრდილოეთ იემენში ავიაიერიშს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

22:27, 21.02.2018

ჩრდილოეთ იემენში ავიაიერიშს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იერიში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით კოალიციამ მიიტანა. ადგილობრივების ცნობით, სამიზნე ორი ავტომობილი იყო, რომლებსაც მგზავრები ცენტრალური მაგისტრალით საადას პროვინციული დედაქალაქისკენ გადაჰყავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი ჯერ კიდევ არაა დადგენილი. დაზიანებები კი კიდევ არაერთმა მგზავრმა მიიღო.

მსგავსი