ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები მოლაპარაკებებს 18-19 სექტემბერს გამართავენ

10:12, 17.09.2018

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები მოლაპარაკებებს 18-19 სექტემბერს გამართავენ.

სამხრეთ კორეის მთავრობის ინფორმაციით, მუნ ჩჟე ინი და კიმ ჩენ ინი ორმხრივი მოლაპარაკებების ორ რაუნდს ჩაატარებენ.

ორი კორეის ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება იქნება. გარდა ამისა, სამიტის ფარგლებში ლიდერები შეეხებიან კორეათაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და განვითარების, ასევე სამხედრო დაძაბულობის შემცირების საკითხებს.

კორეის სამიტი ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში გაიმართება.

მსგავსი