ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება

10:48, 29.03.2018

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს 27 აპრილს შეხვდებიან.

თუმცა, უმაღლეს დონეზე სამიტის გამართვამდე, 4 აპრილს დემილიტარიზებულ ზონაში, მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი შედგება, სადაც სამუშაო ჯგუფები მათი ლიდერების შეხვედრის დეტალებს დააზუსტებენ.

იმ შემთხვევაში თუ კიმ ჩენ ინისა და მუნ ჯე ინის შეხვედრა შედგება, ის უკვე ორ ქვეყანას შორის რიგით მესამე სამიტი იქნება. პირველი 2000 წელს, მეორე კი 2007-ში შედგა.

მსგავსი