ჩრდილოეთ ამერიკაში 50-გუნდიანი საფეხბურთო ლიგა შეიქმნება
ჩრდილოეთ ამერიკაში 50-გუნდიანი საფეხბურთო ლიგა შეიქმნება

მექსიკის საფეხბურთო ჩემპიონატი (Liga MX) შეიძლება 2026 წელს „მეიჯორ ლიგ სოკერს“ (MLS) შეუერთდეს. ამის შესახებ წერს ESPN.

ახალ ლიგაში შეიძლება იყოს 50 გუნდი, სეზონი კი გაგრძელდება მთელი ერთი წლის განმავლობაში. ახალი ჩემპიონატის შემადგენლობაში იქნება 20 გუნდი Liga MX-დან და 30 გუნდი – MLS-დან.

იმისთვის, რომ ამგვარი შერწყმა მოხდეს, საჭიროა ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის (CONCACAF) თანხმობა. ასევე შესამუშავებელი იქნება კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი.

ამ მომენტისთვის, 50 გუნდის პირობებში  ორი ლიგის გაერთიანების მთავარ პრობლემა  მგზავრობის რაოდენობა და სიხშირეა.