ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მტრულ პოლიტიკას აჩვენებს, რაც მოლაპარაკებების პროცესს ართულებს
ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მტრულ პოლიტიკას აჩვენებს, რაც მოლაპარაკებების პროცესს ართულებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ანგარიში მტრულ პოლიტიკას აჩვენებს, რაც მოლაპარაკებების პროცესს ართულებს, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ფხენიანში ფიქრობენ, რომ ანგარიშში ჩრდილო კორეის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ მოხსენიება კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას აფერხებს.

„ჩრდილო კორეას და აშშ-ის შორის დიალოგის არხი სულ უფრო ვიწროვდება მსგავსი მიდგომის გამო“, – ნათქვამია ჩრდილო კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამხრეთ კორეის პარლამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონს და ფხენიანს შორის ოქტომბერში გამართული შეხვედრის შემდეგ, სამუშაო დონეზე მოლაპარაკებები შესაძლოა, ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართოს.