ჩრდილო კორეის ლიდერმა და ჩინეთის პრეზიდენტმა პეკინში აშშ-ჩრდილო კორეის მოსალოდნელ სამიტზე ისაუბრეს
ჩრდილო კორეის ლიდერმა და ჩინეთის პრეზიდენტმა პეკინში აშშ-ჩრდილო კორეის მოსალოდნელ სამიტზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კიმ ჩენ ინისა და სი ძინპინის შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა და განხილვის თემა ორმხრივი კავშირების გაძლიერებაც იყო.
გასულ წელს ჩინეთის პრეზიდენტს და ჩრდილო კორეის ლიდერს შორის სამი შეხვედრა გაიმართა. ჩინეთი ჩრდილო კორეის მთავარ მოკავშირედ მიიჩნევა. აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩრდილო კორეის ლიდერს შორის მეორე სამიტი შესაძლოა, იანვარში ან თებერვალში გაიმართოს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს.
სამიტის მიზანი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებაა. პარალელურად, ფხენიანი ვაშინგტონისგან სანქციების შემსუბუქებას ითხოვს.