ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბალიმენაში მასობრივ არეულობაში მონაწილეობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს
ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბალიმენაში მასობრივ არეულობაში მონაწილეობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს.
როგორც მედია წერს, არეულობის დროს პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ და სხვა საგნები ესროლეს ზედიზედ მეორე ღამეს, რაც სავარაუდო სექსუალური ძალადობის გამო გამართულ საპროტესტო აქციას მოჰყვა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალაქის ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც დედაქალაქ ბელფასტიდან დაახლოებით 45 კილომეტრში მდებარეობს, სამართალდამცველებს „სერიოზულ არეულობასთან“ უწევთ გამკლავება. პოლიციამ საპასუხოდ წყლის ჭავლი გამოიყენა არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ. ნიღბიანი პირების მიერ საპროტესტო აქციის ადგილზე ბარიკადების აღმართვისა და შენობებზე თავდასხმის შედეგად თხუთმეტი პოლიციელი დაშავდა, რომელთაგან ზოგიერთს საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა.
პოლიცია ინციდენტებს რასობრივ ნიადაგზე სიძულვილით მოტივირებულ თავდასხმებად აფასებს. ბალიმენაში საპროტესტო გამოსვლები 9 ივნისს დაიწყო. ასობით მომიტინგე შეიკრიბა ორი მოზარდი ბიჭის საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც სასამართლოში წარდგნენ მოზარდ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით.