ჩოხატაურში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ხელოვნების სასახლის წინ ეროვნული ჰიმნი შესრულდა
ჩოხატაურში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ხელოვნების სასახლის წინ ეროვნული ჰიმნი შესრულდა

გურიაში ეროვნული დღესასწაული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პანდემიიდან გამომდინარე ხალხმრავლობის გარეშე აღინიშნა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხელოვნების სასახლის წინ ფოლკლორულმა ანსამბლებმა „გურიამ“ და „ამაღლებამ“ შეასრულეს სახელმწიფო ჰიმნი.

„26 მაისი საზოგადოების ერთიანობის და თავისუფლების სიმბოლოა. ვამაყობ და ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ყველას გილოცავთ ჩვენს უმთავრეს დღსასწაულს, ეს დღე ჩვენია“, – განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.