ჩოხატაური-ბახმაროს გზის 6.3 კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა
ჩოხატაური-ბახმაროს გზის 6.3 კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 6.3 კმ-იანი (კმ 0-კმ 6,3) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავატომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და ადგილობრივ გზებთან მოეწყო მიერთებები. ასევე, განხორციელდა უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები – გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

„პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 154 051 ლარი შეადგინა. სამუშაოები კომპანია „ნიუ როუდმა“ შეასრულა.
ჩოხატაური-ბახმაროს გზა, კურორტ ბახმარომდე მიდის და აღნიშული გზის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების კუთხით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.