ჩოგბურთში ქალთა პროფესიული ტური 2 მაისამდეა შეწყვეტილი
ჩოგბურთში ქალთა პროფესიული ტური 2 მაისამდეა შეწყვეტილი

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) კორონავირუსის პანდემიის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება – გადაიტანოს ტურნირები შტუტგარტში, სტამბოლსა და პრაღაში.

გარდა ამისა, ქალთა პროფესიული ტური შეჩერებულია 2 მაისამდე. მომდევნო კვირას, ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას – როგორ მოიქცეს გრუნტის სხვა ტურნირებთან დაკავშირებით, რომლებიც წინ უძღვის “დიდი სლემის” რიგით მეორე ტურნირს – როლან გაროსს.

რაც შეეხება მამაკაცთა ტურს, ცნობილია, რომ ტურნირები შეწყვეტილია აპრილის შუა რიცხვებამდე.