ჩოგბურთი | მსოფლიო რეიტინგის ახალი ლიდერი იტალიელი იანიკ სინერი გახდა #1TVSPORT
წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირის, როლან გაროსის შემდეგ პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
9525 ქულით რეიტინგის ლიდერი იტალიელი იანიკ სინერი გახდა, რომელმაც ნოვაკ ჯოკოვიჩი შეცვალა. 22 წლის ჩოგბურთელი თავის კარიერაში რეიტინგს პირველად ჩაუდგა სათავეში.
კლასიფიკაციაში მეორე როლან გაროსის გამარჯვებული კარლოს ალკარასია, რომელსაც 8580 ქულა აქვს, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩი მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა, მის აქტივში 8360 სარეიტინგო ქულაა.
მსოფლიო რეიტინგის ათეული:
1. იანიკ სინერი – 9525 ქულა
2. კარლოს ალკარასი – 8580 ქულა
3. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 8360 ქულა
4. ალექსანდრ ზვერევი – 6885 ქულა
5. დანიილ მედვედევი – 6485 ქულა
6. ანდრეი რუბლიოვი – 4710 ქულა
7. კასპერ რუუდი – 4025 ქულა
8. ჰუბერტ ჰურკაჩი – 3995 ქულა
9. ალექს დე მინაური – 3845 ქულა
10. გრიგორ დიმიტროვი – 3775 ქულა