ჩოგბურთი, აშშ-ის ღია 2026, კაცები | TOP 10-დან მერვედფინალში მხოლოდ ოთხი ჩოგბურთელი გავიდა #1TVSPORT

09:21, 06.09.2026

აშშ-ის ღია პირველობაზე დასრულდა მამაკაცთა ტურნირის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი.

მეშვიდე სათამაშო დღეს მამაკაცთა ტურნირს ტოპათეულის ორი წევრი გამოეთიშა. არგენტინელმა ფრანსისკო ჩერუნდოლომ 0:2-დან მოუგო მეცხრე ნომერ ტეილორ ფრიტცს. ბელგიელმა ალექსანდერ ბლოკსმა კი ბრძოლას გამოთიშა როლან გაროსის ფინალისტი, კლასიფიკაციის მეხუთე ჩოგანი ფლავიო კობოლი. მამაკაცთა ტურნირს რეიტინგის TOP 10-ის მხოლოდ ოთხი ჩოგბურთელი შემორჩა.

აგრძელებს სენსაციურ გამოსვლას 21 წლის ფრანგი არტურ ჟეა, რომელმაც წელს პირველად მოიგო „ჩელენჯერის“ ტურნირი, შემდეგ – ATP-ს ტურნირი, ახლა კი პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ჩემპიონატის მერვედფინალში. საინტერესოა, რომ ჟეამ აშშ-ის ღიაზე კვალიფიკაცია ვერ გაიარა და ძირითად ბადეში კასპერ რუუდის უარის გამო მოხვდა.

 

1/16-ფინალი

ალექსანდრ ზვერევი (გერ, 1)-ალეხანდრო ტაბილო (ჩილ, 25) 6:2, 7:6(2), 6:2

ლუჩანო დარდერი (იტა, 21)-დენ სუინი (ავსტრა) 6:4, 6:3, 6:3

არტურ ჟეა (საფ)-მაიკლ ჟენი (აშშ) 7:6(7), 3:6, 4:6, 6:3, 6:2

ბოტიკ ვან დე ზანდშულპი (ნიდ)-ზიზუ ბერგსი (ბელ, 31) 3:6, 7:6(3), 4:6, 7:6(6), 6:3

კარენ ხაჩანოვი-ბენჟამენ ბონზი (საფ) 6:3, 6:2, 6:4

ლერნერ ტიენი (აშშ, 14)-იაკუბ მენშიკი (ჩეხ, 17) 6:3, 1:6, 6:7(2), 6:3, 6:4

ფრანსისკო ჩერუნდოლო (არგ, 24)-ტეილორ ფრიტცი (აშშ, 9) 3:6, 4:6, 6:3, 6:4, 6:4

ალექსანდერ ბლოკსი (ბელ, 28)-ფლავიო კობოლი (იტა, 5) 6:7(4), 6:3, 6:0, 6:3

მსგავსი