კაჭრეთში ATP-ის ეგიდით ჩელენჯერის ტურნირი მიმდინარეობს, რომლის ფინალშიც ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე ბაკში (906-ე ჩოგანი) ითამაშებს.
ქართველმა ნახევარფინალში ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ავსტრალიელი ფილიპ სეკულიჩი (245) ორ სეტში 7:6 7:5 დაამარცხა და ფინალში ფრანგ რობინ ბერტნარს (374) დაუპირისპირდება.
შეხვედრა ხვალ, 25 მაისს, კაჭრეთის ამბასადორში გაიმართება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
პრესტიჟულ ტურნირში 25 ქვეყნის 56 ჩოგბურთელი მონაწილეობდა. ერთეულთა და წყვილთა თანრიგის გამარჯვებულები 25 მაისს გამოვლინდებიან. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 41 000 აშშ დოლარია.