60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანმა ნახევარფინალში რუსი აბდულაევი დაამარცხა და ყაზანის გრანდ სლემის ფინალში იასპარეზებს.
მსაჯმა ქართველი ორჯერ გააფრთხილა, რის შემდეგაც ლუხუმმა კიდევ უფრო მეტი ენერგიით შეუტია და აბდულაევი დამატებითი დროის მეორე წუთზე იპონზე დააგდო.
ფინალში ქართველის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე იქნება.
66 კგ წონაში ფინალისთვის იბრძოდა ბაგრატ ნინიაშვილი. მისი მეტოქე რუსე ჩოპანოვი გახლდათ, რომელთანაც ბაგრატმა ორი ვაზარი გაუშვა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
I ეტაპი
ჩხვიმიანი-ცალა ცალა (კამერუნი) 1:0
1/8 ფინალი
ჩხვიმიანი-ლოპესი (პორტუგალია) 10:0
1/4 ფინალი
ჩხვიმიანი-პულკრაბეკი (ჩეხეთი) 1:0
1/2 ფინალი
ჩხვიმიანი-აბდულაევი (რუსეთი) 10:0 დ.დ.
ფინალი
ჩხვიმიანი-მშვიდობაძე (რუსეთი)