ორი ქართველი ყაზანის გრანდ სლემის ნახევარფინალში - ჩხვიმიანმა ჩეხი დაამარცხა, ნინიაშვილმა - რუსი [ვიდეო] #1TVSPORT
ორი ქართველი ყაზანის გრანდ სლემის ნახევარფინალში - ჩხვიმიანმა ჩეხი დაამარცხა, ნინიაშვილმა - რუსი [ვიდეო] #1TVSPORT

ყაზანში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ჩემპიონობისთვის ბრძოლას ორი ქართველი ძიუდოისტი განაგრძობს – 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბარგატ ნინიაშვილი და მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ).

ლუხუმმა ნახევარფინალმდე დამაჯერებელი ჭიდაობით მიაღწია. 1/4 ფინალში ჩეხ კულკრაბეკს ვაზარი შეხვედრის დასრულებამდე 1:22 წუთით ადრე აუღო და მშვიდად მივიდა გამარჯვებამდე.

ბაგრატ ნინიაშვილის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე გრიგორიანი იყო. მასთან გასამარჯვებლად ბარგატს გდება არ დასჭირვებია – რუსმა სპორტსმენმა მსაჯებისგან სამი გაფრთხილება დაიმსახურა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

1/2 ფინალში ნინიაშვილის მეტოქე რუსი ჩოპანოვი იქნება, ჩხვიმიანისა – ასევე რუსი აბდულაევი.

 

I ეტაპი

ჩხვიმიანი-ცალა ცალა (კამერუნი) 1:0

1/8 ფინალი

ჩხვიმიანი-ლოპესი (პორტუგალია) 10:0

1/4 ფინალი

ჩხვიმიანი-პულკრაბეკი (ჩეხეთი) 1:0

 

I ეტაპი

ნინიაშვილი-ბუნჩიჩი (სერბეთი) 1:0

II ეტაპი

ნინიაშვილი-ვიერუ (მოლდოვა) 10:0

1/8 ფინალი

ნინიაშვილი-ალბაში (საუდის არაბეთი) 10:0

1/4 ფინალი

ნინიაშვილი-გრიგორიანი (რუსეთი) /3 გაფრთხილება/