ჩხვიმიანი და ნინიაშვილი ყაზანის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იასპარეზებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ყაზანში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში, რომელიც 5-7 მაისს ჩატარდება. პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე სამი ქართველი გამოვიდა, 60 კგ-ში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი და 66-ში ბაგრატ ნინიაშვილი ტურნირზე კარგად ასპარეზობენ და ორივე მათგანი მეოთხედფინალში გავიდა.
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ) კი ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა ყაზანის გრანდ სლემს.
I ეტაპი
ჩხვიმიანი-ცალა ცალა (კამერუნი) 1:0
1/8 ფინალი
ჩხვიმიანი-ლოპესი (პორტუგალია) 10:0
I ეტაპი
ნინიაშვილი-ბუნჩიჩი (სერბეთი) 1:0
II ეტაპი
ნინიაშვილი-ვიერუ (მოლდოვა) 10:0
1/8 ფინალი
ნინიაშვილი-ალბაში (საუდის არაბეთი) 10:0
ტურნირზე საქართველოს ნაკრების ათი სპორტსმენით გაემგზავრა:
60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი,
66კგ – ბაგრატ ნინიაშვილი,
73კგ – ნუგზარ ტატალაშვილი, ლუკა კაპანაძე,
81კგ – ვლადიმერ ახალკაცი,
90კგ – იმედა გოგოლაძე, ლუკა მაისურაძე,
100კგ – ონისე სანებლიძე,
+100კგ – საბა ინანეიშვილი,
52კგ – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი.
5 მაისი: -60კგ, -66კგ, -48კგ, 52კგ, -57კგ,
6 მაისი: -73კგ, -81კგ, -63კგ, -70კგ,
7 მაისი: -90კგ, -100კგ, +100კგ, -78კგ, +78კგ.