ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ანტივირუსული ფუნქციებით აღჭურვილი ავტომობილების შექმნაზე დაიწყეს მუშაობა
ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ანტივირუსული ფუნქციებით აღჭურვილი ავტომობილების შექმნაზე დაიწყეს მუშაობა

ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ანტივირუსული ფუნქციებით აღჭურვილი ავტომობილების შექმნაზე მუშაობა დაიწყეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ახალი მოდელები უზრუნველყოფენ იგივე დონის დაცვას ავტომობილის შიგნით, როგორც ეს სახის დამცავი ნიღბის ტარების დროს ხდება. ანტივირუსული ფუნქციების მქონე ავტომობილების შექმნა პირველად კომპანია „გილიმ“ დაიწყო. კომპანიის „ჯანმრთელი ავტომობილის პროექტი“ მიზნად ისახავს შეაჩეროს მცირე ნაწილაკების მოხვედრა ავტომობილში, რაც მძღოლების და მგზავრების მავნე ნივთიერებებისგან პოტენციურ დაცვას უზრუნველყოფს.

კომპანია „გილი“ ასევე ქმნის ანტიმიკრობულ მასალებს, რათა ავტომობილის მართვის ელემენტები და კარის სახელურები ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან დაცული იყოს.