ჩინური მედია - ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე აშშ-ში გაიქცა და კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია წაიღო
ჩინური მედია - ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე აშშ-ში გაიქცა და კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია წაიღო

ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე, დუნ ცზინვეი აშშ-ში გაიქცა და კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია წაიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური ოპოზიციური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ჩინელი მაღალჩინოსანი ქვეყნიდან ქალიშვილთან ერთად მიმდინარე წლის თებერვალში, ჰონგ-კონგიდან წავიდა და სავარაუდოდ, ვაშინგტონს უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის შესახებ ინფორმაცია გადასცა.

მედიის ინფორმაციით, დუნ ცზინვეის საჯაროდ ხელმისაწვდომი ბიოგრაფია მიუთითებს იმაზე, რომ იგი პასუხისმგებელი იყო ჩინეთში სამინისტროს კონტრდაზვერვის საქმიანობაზე და ჯაშუშობის დაჭერაზე.

ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ დუნ ცზინვეი იქნება ჩინეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი რანგის მოხელე, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა. კიდევ ერთი რენეგატი, დოქტორი ხან ლიანჩაო აცხადებს, რომ ჩინელი მაღალჩინოსნის გაქცევის საკითხი მარტში, ალასკაზე გამართულ სინო-ამერიკულ სამიტზეც იქნა განხილული და ჩინელმა დიპლომატებმა დუნ ცზინვეის დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარი განაცხადა.

დატოვე კომენტარი