ჩინეთში წყალდიდობის შედეგად ორ მილიონამდე ადამიანი დაზარალდა
ჩინეთში წყალდიდობის შედეგად ორ მილიონამდე ადამიანი დაზარალდა

ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ჩინეთის შანსის რეგიონში 1,76 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გასულ კვირას დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ რეგიონში სახლების ჩამოშლა და 70-ზე მეტ რაიონში მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ რაიონში ჩამოწოლილ მეწყერს ოთხი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის თქმით, წყალდიდობისა და მეწყრის გამო, რეგიონში 17 ათასზე მეტი სახლი დაინგრა, რის გამოც 120 ათასზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში გადაიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო რთულად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. პოლიციის თანამშრომლები რეგიონში მეგაფონებით გადაადგილდებიან და მოსახლეობას არსებული სიტუაციის შესაბამის ქცევის წესებს აცნობენ.

სამი თვის წინ, ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას ჰენანის პროვინციაში 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი