ჩინეთში ტაიფუნ „ლეკიმას“ 28 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში ტაიფუნ „ლეკიმას“ 28 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში ტაიფუნ „ლეკიმას“ 28 ადამიანი ემსხვერპლა.

„როიტერის“ ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ხუთ მილიონ ადამიანზე მეტია დაზარალებული. 12 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ქვეყნის ხელისუფლებამ სტიქიის გამო მილიონ ორასი ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციებში ტაიფუნმა წყალდიდობა გამოიწვია.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობამ 30 მილიონი იუანი გამოყო.

სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 187 კილომეტრს აღწევდა. ტაიფუნის გამო მილიონ-ნახევარი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სანაპირო ზოლში ფუნქციონირება 800-ზე მეტმა კომპანიამ შეწყვიტა.

ჩინეთის ხელისუფლებამ სამი ათასზე მეტი შიდა ფრენა გააუქმა.ტაიფუნი „ლეკიმა“ ჩრდილო-დასავლეთით მიემართება.