ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ
ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ

ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

შესაბამისი მოწყობილობები მთელი ქვეყნის მასშტაბით, თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში დამონტაჟდება. მგზავრებს კი, რომლებსაც ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდებათ, დაუყოვნებლივ უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინი ჩინეთი 18 ქალაქშია გამოცხადებული. ამ ქალაქებში მოსახლეობის საერთო რაოდენობა 56 მილიონს აჭარბებს. ჩინეთში კორონავირუსის დიაგნოზით მთელი ქვეყნის მასშტაბით 1300 ადამიანი მკურნალობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელება ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დაიწყო. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში.