ჩინეთში საქართველოს ელჩმა „სინოფარმის“ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
ჩინეთში საქართველოს ელჩმა „სინოფარმის“ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი არჩილ კალანდია China Sinopharm International Corporation-ის ვიცე-პრეზიდენტს იენ პინგს შეხვდა.

შეხვედრა საელჩოში გაიმართა.

შეხვედრისას, ელჩმა მადლიერება გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და კომპანია „სინოფარმის“ ხელმძღვანელობის მიმართ კოვიდპანდემიის დროს საქართველოსთან წარმატებული თანამშრობლობის, ქვეყნის მხარდაჭერისა და საქართველოსთვის ვაქცინების გადმოცემის გამო.

ამასთან, მან ვიცე-პრეზიდენტს მიულოცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აღიარება, რამაც კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა „სინოფარმის“ ვაქცინა მსოფლიო მასშტაბით.

თავის მხრივ, იენ პინგმა ხაზი გაუსვა, ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი