ჩინეთში სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი მოკლეს, რომელსაც მძევლად სამი ადამიანი ჰყავდა აყვანილი
ჩინეთში სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი მოკლეს, რომელსაც მძევლად სამი ადამიანი ჰყავდა აყვანილი

ჩინეთის ჩრდილოეთით, შიდა მონღოლეთის ქალაქ ხუხ-ხოტოში სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი მოკლეს, რომელსაც მძევლად სამი ადამიანი ჰყავდა აყვანილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი მამაკაცი მძევლებს რამდენიმე საათის განმავლობაში აკავებდა. პოლიცია მასთან მოლაპარაკებას რვა საათი აწარმოებდა, რის შემდეგაც თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს.

ინციდენტის შედეგად მძევლები არ დაშავებულან, გაუვნებელყოფილია ასაფეთქებელი მოწყობილობაც. თავდამსხმელი მოტივი უცნობია.